რუსთავში "რესპუბლიკური პარტია" 35-მა წევრმა დატოვა
30-08-2016, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავში ,,რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის რიგები 35-მა წევრმა დატოვა. პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ყოფილმა წევრებმა ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთეს.

 

 

პარტიიდან გასული წევრები ემიჯნებიან ,,რესპუბლიკელებს" და საპარლამენტო არჩევნებზე მხარს ,,ქართული ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.

 

 

,,რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემიჯნოთ და დავტოვოთ პარტია. ჩვენი ხედვები და ამოცანები სრულ თანხვედრაშია პარტია ,,ქართულ ოცნებასთან", რის გამოც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ,,ქართულ ოცნებას" და მის მიერ წარდგენილ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ადგილობრივი ორგანიზაცია დატოვა პარტიის კომიტეტის 5 წევრიდან სამმა და 68 წევრიდან 35-მა", - განაცხადა ოთარ ჩხაიძემ.

 

 

,,რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის რიგებს 2012 წელს შეუერთდნენ, როცა „რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი იყო, რათა რუსთავის ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. ახლა კი, როცა „რესპუბლიკელებმა“ კოალიცია დატოვეს, ისინიც ემიჯნებიან და ტოვებენ მათ რიგებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი