სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა, შემოწმებისას კი გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს“,-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.