დონალდ ტრამპი მექსიკას ეწვევა მას შემდეგ, რაც მან ეს ქვეყანა არაერთხელ მოიხსენია აგდებულად და გაკიცხა მექსიკელი ემიგრანტები
31-08-2016, 00:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს მექსიკას ეწვევა, მას შემდეგ რაც ეს ქვეყანა მან საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ მოიხსენია აგდებულად. ამის შესახებ BBC წერს.

 


ტრამპმა "თვითერზე" დაწერა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება შეხვედრას პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოსთან, რომელმაც ორთავე კანდიდატი, ის და დემოკრატი ჰილარი კლინტონი, დაპატიჟა მექსიკაში.

 


პენა ნიეტომ განაცხადა, რომ დიალოგი დაეხმარება "მექსიკელებს დაცულნი იყვნენ ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი".

 


თავისი საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა გაკიცხა მექსიკელი ემიგრანტები, უწოდა მათ "კრიმინალები" და "გამპატიურებლები" და არაერთხელ გააკეთა მოწოდება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ორ ქვეყანას, მექსიკასა და შეერთებულ შტატებს შორის დიდ კედელს ააშენებს.

 


მოელიან, რომ ოთხშაბათს, მოგვიანებით, ტრამპი არიზონაში თავის მთავარ სიტყვას წარმოთქვამს ემიგრაციის შესახებ.

 

 

როოგრც BBC წერს, ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მთავარ შტატებშიც, ჩამორჩება ჰილარი კლინტონს, რომელსაც განსაკუთრებულად ძლიერი მხარდაჭერა გააჩნია უმცირესობებს შორის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი