საბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ახმეტაში ერთი პირი დააკავეს
31-08-2016, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ვ. ა. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 


"სამართალდამცველებმა, ახმეტაში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას - 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.

 


„ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.

 


გამოძიება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროსინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი