თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ბილიკების მარკირება განხორციელდა. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაოები პროექტის „შერჩევითი ღონისძიებების განხორციელება თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმიდან“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსტეტების სტუდენტებმა მიიღეს.
სამინისტროს ცნობით, სრულად მოინიშნა შემდეგი ტურისტული მარშრუტები: კესელო-ქუე, დართლო-კვავლო, დიკლო და დოჭუ. ნაწილობრივი მარკირება განხორციელდა დაქუეხის, წოვათას, გონთას, სიყვარულის ციხის და ალაზნისთავის ბილიკებზე. თუშეთის ეროვნულ პარკში სულ 11 ტურისტული ბილიკია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.