გონიოში გეგმიური წვრთნების დროს ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის მამა ვლადიმერ შარაძე პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის სამინისტროს სთხოვს, არ შეაჩერონ სამძებრო სამუშაოები.
"რაც დრო გადის, მით უფრო ვმწარდებით და რა გზას დავადგეთ აღარ ვიცით. გემი წავიდა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იპოვიდა ცხედრებს. თხოვნით მივმართავ თავდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს, არ შეაჩერონ სამძებრო სამუშაოები, გამოინახოს კიდევ რაღაც საშუალება რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები დაკარგულად არ გამოაცხადონ, გამოიყვანონ ცხედრები.
სანამ წვრთნებს დაიწყებდნენ ორი დღით ადრე ვნახე ჩემი შვილი. მითხრა, ოღონდაც ეს ტრენინგები გადავაგორო და მეტი არაფერი მინდაო. ყურის ანთება აქ ვარჯიშების დროს დაემართა, ჯერ არ იყო ბოლომდე განკურნებული. ჩემი შვილი არ იყო კარგად გაწვრთნილი და ასეთ რთულ ოპერაციაში ჩართეს. წვრთნების დროს არც სამაშველო ჰყავდათ მოყვანილი", - აღნიშნა ვლადიმერ შარაძემ.
თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ. 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.