ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ინტერვალის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, რითაც ხაზი ესმება ცივი ომის წინანდელ მტრებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების აღდგენას, თუმცა ბევრი საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, 1961 წელს მსოფლიო ბევრი ისტორიული ამბის მომსწრე გახდა, მათ შორისაა ბერლინის კედლის მშენებლობის დაწყება და იური გაგარინის კოსმოსში გაფრენა, მაგრამ ეს იყო ასევე წელიწადი, როცა შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის ბოლო დაგეგმილი ფრენა განხორციელდა.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ცივი ომის ყოფილ მოწინააღმდეგეებს შორის, ოთხშაბათს, 31 აგვისტოს, დაგეგმილია პირველი ფრენის შესრულება, რომელსაც შეერთებული შტატების გადამზიდი "JetBlue ეარვეისის" თვითმფრინავი "ეარბას A-320" ფლორიდას ფორტ ლოდერდეილიდან კუბის ცენტრალურ ქალაქ სანტა კლარაში განახორციელებს.
აღნიშნული რეისით კუბაში შეერთებული შტატების ტრანსპორტის მდივანი ანტონი ფოქსიც ჩავა, რომელიც მიმდინარე კვირას ჰავანაში მოლაპარაკებებს გამართავს მის კუბელ კოლეგასთან, ადელ იზქუიერდოსთან და და საგარეო საქმეთა მინისტრ ბრუნო როდრიგეზთან.
ორივე ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ორმხრივი პარტნიორობის გასაღრმავებლად 2014 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გამოაცხადა, რომ ამერიკა განაახლებდა დიპლომატიურ ურთიერთობებს კუბასთან – 50 წელზე მეტი ხნის გაყინული ურთიერთობების შემდეგ.
დიპლომატიური ურთიერთობები 2015 წლის ივლისში აღდგა, რის შემდეგაც ჰავანას პრეზიდენტი ბარაქ ობამაც ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.