საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; ხაზი გაუსვეს „აბრეშუმის გზის” პროექტის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლს.
ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში. როგორც მხარეებმა განაცხადეს, პროექტის წარმატებით დასრულება ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ პროცესს ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება.
წარმატებულად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც მიუთითებს.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.