ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 69-ე შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა ქემოკლიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბოლო დღეებში სოფელ სობისში განვითარებული მოვლენებია.
„იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკების შედეგად ჩილინდრიშვილების ოჯახმა მოსავლის ნაწილობრივ აღება შეძლო, პრობლემა კომპლექსურია და კვლავ განხილვას ექვემდებარება“,-განაცხადა მან.
გარდა ამისა, ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ცხინვალის მილიციის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხსაც დააყენებს. გიუნაშვილს ოსური მხარე მძიმე ბრალდებას უყენებს, თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია და გიუნაშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან უნდა გაათავისუფლონ.
ასევე ყურადღება გამახვილდება ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული მხარე ფაქტობრივ მასალას, კონკრეტულ მტკიცებულებებს წარუდგენს შეხვედრის მონაწილეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.