"ამას პირველად ვამბობ“ - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებს იხსენებს
31-08-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-მ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააფრთხილა შესაძლო პროვოკაციების შესახებ, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

 

 

ნინო ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულზე, რადგან მან არ გაითვალისწინა საერთაშორისო თანამეგობრობის რჩევა.

 

 

"რუსეთმა ჩვენ გაგვაფრთხილა, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში მოხდებოდა, ის რაც მოხდა. პუტინმა პირადად გააფრთხილა სააკაშვილი, მე ვესწრებოდი ამ სატელეფონო საუბარს. ბატონმა დენ ფრიდმა (შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი) თქვა - ჩვენ გავაფრთხილეთ საკაშვილი და მას ჰქონდა წითელი შუქი აშშ-დან. მან არ დაგვიჯერა, შეცდომა დაუშვა, როდესაც ცეცხლის გახსნის განკარგულება გასცა. მან ჩვენ არ დაგვიჯერა და ფასიც გადაიხადაო, ოღონდ ეს ფასი იყო 114 სოფელი, დაღუპული ადამიანები, დანგრეული სოფლები და ქალაქები, აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება. ამაზე სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს. ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ამაზე სააკაშვილი პასუხს აგებს", - განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში".

 

 

ბურჯანაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი