გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
ბომბის არსებობის საფრთხის გამო ევაკუირებულია პირველი ტერმინალი. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას გადიოდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. მათი განცხადებით, არსებობს აფეთქების საფრთხე.
აეროპორტის დირექცია აცხადებს, რომ მომხდარის გამო, შესაძლოა, რამდენიმე რეისი გადაიდოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.