ცესკო-მ ვალერი კვარაცხელიას პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა
31-08-2016, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია - სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი განკარგულება, რომელსაც თამარ ჟვანია აწერს ხელს, ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

”საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს სათანადო განცხადებით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე.

 

 

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

 


გამომდინარე ამ ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვადგენ - “საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია - სოციალისტები“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 17 ივლისის №44/2016 განკარგულება ბათილად იქნას ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან”, - ნათქვამია განკარგულებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი