”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იწვევს.
სანიკიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის აღიარების საფრთხესთან დაკავშირებით მის განცხადებაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
”პირველი, რითაც მინდა დავიწყო, ეს არის სასიხარულო ამბავი - საქართველოს თურმე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლია, რაც არ არის ცუდი. მე მინდა დავაზუსტო, როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გარკვეული პრევენციული ზომები იქნა მიღებული არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით, მან გაიგო უკუღმა. არაბული ქვეყნები კი არ აპირებდნენ აღიარებას, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლები აპირებდნენ არაბულ ქვეყნებში დაეწყოთ პროცესი, მოეპოვებინათ მხარდამჭერი ჯგუფები იმისთვის, რომ არაბულ ქვეყნებში განხილულიყო აფხაზეთის აღიარების საკითხი. საერთოდ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ გამოუცდელია ადასტურებს ერთი რამ - მის ადგილზე ნებისმიერი გამოცდილი დიპლომატი ჯერ შემხვდებოდა მე, გავისაუბრებდით, იქნებ ვეუბნებოდი ყველაფერს, იქნებ საქმის კურსში ვაყენებდი და შემდეგ გააკეთებდა ასეთ განცხადებას. მაგრამ ის არის ძალიან გამოუცდელი და ცოტა მორცხვი მინისტრი.
დღეს მიხეილ ჯანელიძეს ვთავაზობ, მობრძანდეს პარლამენტში. მინისტრები მიეჩვივნენ იმას, რომ ქვეყნის უფროსები ჰგონიათ თავი. საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვარს პარლამენტი. მობრძანდეს პარლამენტში და მე მას პირადად ჩავაყენებ საქმის კურსში, ოღონდ მან უნდა მომცეს გარანტია, რომ ინფორმაცია არ გავა. იმ ადამიანების, იმ ჯგუფების ვინაობა, რომლებიც არაბულ ქვეყნებში საქართველოს სასიკეთოდ მოქმედებდნენ, არ უნდა იყოს გაცხადებული. ამის მყარი გარანტია უნდა მომცეს. შეხვედრისთვის მზად ვარ, ოღონდ პარლამენტში მობრძანდეს ის”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი განცხადება შეეხებოდა დაახლოებით 2 წლის წინათ არსებულ ვითარებას. მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას არ აქვს სამეზობლო პოლიტიკა, საგარეო საქმეთა მინისტრს ძალიან ცოტა ვიზიტი აქვს საზღვარგარეთ განხორციელებული.
”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის შინაური მინისტრი და არა საგარეო საქმეთა მინისტრი”, - აღნიშნა სანიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა აწარმოოს კარგი გაგებით აგრესული საგარეო ურთიერთობები სამეზობლოში.
”ჩვენს თვალწინ ამ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის აზერბაიჯანში. ის პროექტები, რომლებიც საქართველოსთვის პოტენციურად გეოსტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანია, ფაქტობრივად, იკარგება იმის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება სამეზობლო პოლიტიკაში.
დღევანდელი პრემიერისთვის არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოს მთავრობის წარმოამდგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი არის ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფო რეგიონში და მსოფლიოში და მასთან ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩვენთვის.
მიმაჩნია, რომ დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სუსტი მინისტრი. ის არ ფლობს ვითარებას, არ აქვს ინფორმაციები”, -აღნიშნა სანიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გუბაზ სანიკიძეს გუშინ გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს არაბული სამყაროს ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ხელი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შეუშალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.