ზუგდიდიდან მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან რეაგირება, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
"სწორედ ზუგდიდიდან მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა. კიდევ ერთხელ, აქედან მინდა ვთქვა, რომ როგორც ჩემთვის, ისე საქართველოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის, მიუღებელია მუშტი-კრივით და დაპირისპირებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად. არასოდეს მივიღებთ ამას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტზე სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე მსგავს ფაქტებზე, თვითონ საზოგადოებამ უნდა მისცეს თავისი შეფასება, რაც საარჩევნო უბნებთან მოქალაქეობრივი აქტიურობით უნდა გამოიხატოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.