სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
”ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის. მე პირადად ვიყავი ოჯახთან ფიქრებში და არა მხოლოდ - ჩართული ვიყავი სამძებრო ოპერაციებში, არ გამიწყვეტია კონტაქტი მათთან. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა მუდმივად, რომ მთელი უწყება, როგორც ერთი ოჯახი განიცდის ამ ფაქტს და მინისტრი არის ამ ოჯახების გვერდით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები. სწორედ ამიტომ მივმართე თურქულ მხარეს და მათ 11 დღის განმავლობაში დაუღალავი შრომა გასწიეს. მათ თავიანთი ტექნიკური რესურსები ამოწურეს და მე ვალდებული ვიყავი ამის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია წუხელ შეაჩერა. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრები პრემიერსა და თავდაცვის სამინისტროს საძიებო ღონისძიებების გაგრძელებას სთხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.