საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოჭიდავემ, ევროპის ჩემპიონმა, ნუგზარ წურწუმიამ (მწვრთნელ-მასწავლებლები: მ.ყორშია, ს. გვასალია, ბ. ბუკია). ხობელმა ფალავანმა (50კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ირანელი მეჰდი ნეჯადი 7:2 დაამარცხა.
თავდაპირველად, მან უკრაინელი ვლადისლავ კოროსტილოვი 4:1 დაამარცხა, მომდევნო წრეში ყაზახ ბაირჯან სადვოკასოვს 6:2 სძლია, ნახევარფინალში უზბეკ ილხომ ბახრომოვთან დათმო შეხვედრა.
საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.