ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მინისტრის განმარტებით, ინსტრუქტორები წვრთნების ჩატარებაზე უფლებამოსილნი არ იყვნენ იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი.
”ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები”, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.