საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა რომ ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი საკითხი.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი ანუ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობაზე, განვიხილეთ ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავების საკითხი ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში. ასევე ვისაუბრეთ ახალი ტვირთების დამატების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორც ჩინეთიდან, ასევე ინდოეთიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რაც ასევე იყო საუბრის თემა გამართულ შეხვედრებზე.
"ამ ყველაფერზე საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან და მანამდე, პრემიერ მინისტრთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტს რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკებები შემაერთებელი გაზსადენის საკითხზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არც ტრანსანატოლიურ და არც ტრანსადრიატიკულ გაზსადენს არაფერი ემუქრება, რადგან იქ უკვე ყველაფერი დაკონტრაქტებულია, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე გასატარებელი გაზის მოცულობა.
„მოპოვებიდან დაწყებული რეალიზაციით დამთავრებული, იქ ყველაფერი დალაგებულია. ამიტომ, ამ სურათს ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის შემაერთებელი გაზსადენის საკითხს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.