ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში შიდა გზების მოწესრიგების მიზნით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1816 კვ.მ-ზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომლისთვისაც 34 346 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ჯ-ლაინი“ ახორციელებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ლეღვაში 27 მიმართულებით მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე პროგრამის ფარგლებში დამონტაჟდება გარე განათების წერტები და მოხდება წყლის მილების შეძენა.
მიმდინარე წელს სოფლების კეთილმოწყობის მიზნით 1 490 696 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად პროგრამის ფარგლებში სულ 103 ღონისძიება დაიგეგმა", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.