იმისთვის, რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი და ამან არ შეუქმნას სირთულე არაღიარების პოლიტიკას, რეფერენდუმის შესახებ კანონში შესაცვლელია ფორმულირება, რომელიც იქ წერია - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში.
”რა განსხვავება იყო მაშინ ჩატარებულ რეფერენდუმსა და ამ ვითარებას შორის, რომელშიც ახლა ვართ? მაშინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე 2 ”დამოუკიდებელი სახელმწიფო” არ ჰქონდა გამოცხადებული. ეს ტრაგიკული და ისტორიული უკუღმართობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ, მოხდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ ასე მძიმედ არ იდგა არაღიარების პოლიტიკის გაღრმავების საკითხი. არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ვექტორი და აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკას არაფრის დიდებით არ უნდა შევუქმნათ პრობლემები.
არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც ზედაპირულ განცხადებებს აკეთებს ჩემს კომენტარებთან მიმართებაში, არ ითვალისწინებს იმას, რომ მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც კარგი იქნება მათ გაიგონ. მე ვთქვი, რომ რეფრენდუმი კარგი მოვლენაა, მაგრამ იმისთვის, რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი და ამან არ შეუქმნას სირთულე არაღიარების პოლიტიკას, რეფერენდუმის კანონში შესაცვლელია ის ფორმულირება, რომელიც იქ წერია. იქ წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არაერთი კანონი იქნა სწორედ ამ ლოგიკით გასწორებული და არაფერი არ დაუშავდებათ ჩვენს პატივცემულ კანონმდებლებს, თუ აქედან გამომდინარე შეცვლიან რეფერენდუმის კანონს, მოიყვანენ მას შესაბამისობაში არსებულ პრობლემურ ვითარებასთან.
შესაბამისად, მე ვკითხულობდი და დღესაც ვკითხულობ, თუ სამოქალაქო კოდექსი ისე განსაზღვრავს ვითარებას, როგორც კითხვა იყო დასმული რეფერენდუმში, რისთვის იყო დაგეგმილი ეს რეფერენდუმი? რატომ უნდა დამეყენებინა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ყველა ქართველი დიპლომატი თავგამოდებით ემსახურება?”, -განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.