პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეუძლებელია მოხდეს, თუ არ იქნება ჩართული ამ პროცესში თითოეული მოქალაქე, თუ მთელი საზოგადოება, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებისა, არ გაერთიანდა იმ მთავარი ღირებულების ირგვლივ, რასაც ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირება და დემოკრატიული მუშაობა ჰქვია.
„პირველ რიგში, ბუნებრივია ეს არის მოქალაქეების აქტიურობა და მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. ერთი რამ არის საინტერესო: სამწუხაროდ, როდესაც ვიწყებდით კამპანიას „შენი ხმა ჩვენი მომავალია“, ამის მიზეზი იყო გარკვეული იმედგაცრუება, რომელიც იყო ამომრჩეველში. ეს იყო ის ამოსავალი, საიდანაც გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენ ამ მხრივ გაგვეაქტიურებინა მოქმედებები. ამ იმედგაცრუებას ალბათ გარკვეული მიზეზი გააჩნია. შესაძლოა, ესა თუ ის ოჯახი თუ ადამიანი უკმაყოფილოა ზოგადად პოლიტიკოსებით, შესაძლოა, ჯერჯერობით, ვერ დაინახეს მათთვის სასურველი ლიდერები, შესაძლოა, დაინახეს ის, რომ ისე სწრაფად არ ხდება ცვლილებები, როგორც მათ სურთ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამოსავალი არ არის პირად იმედგაცრუებაში. შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, მაგრამ არ შეიძლება იმედები გაგიცრუვდეს შენს სამშობლოზე, შენს სახელმწიფოზე და გადგე გვერდზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამ მომენტში შენ არავის სჯი გარდა საკუთარი თავისა და საკუთარი სახელმწიფოსი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.