ავსტრალიის სანაპირო ზოლს ციკლონმა გადაუარა. ძლიერმა ქარმა ელექრტოგადამცემი ხაზები დააზიანა, რამაც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ტროპიკულმა ციკლონმა მარსიამ ქუინსლენდის სანაპიროს, წმინდა ლორენსსა და იეპუნს შორის გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდაპირველად შტორმი მე-5 კატეგორიას მიაკუთვნეს, მაგრამ ახლა ის მე-3 კატეგორიამდე ჩამოქვეითდა, თუმცა სინოპტიკოსები თავსხმა წვიმასა და წყლის განსაკუთრებულად საშიშ მაღალ ნიშნულზე აწევას ვარაუდოებენ.
ქუინსლენდთან ერთად ტროპიკულმა ციკლონმა ლამმა, რომელიც თავდაპირველად მე-4 კატეგორიად შეაფასეს, ხოლო მოგვიანებით კი მე-2-მდე დაიწია, ჩრდილოეთ ტერიტორიებს გადაუარა.
ლამმა ელკოს კუნძულის მცხოვრებნი დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ციკლონმა სახლების ნაწილს სახურავები ახადა და ხეები მოგლიჯა, თუმცა მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.