ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გზის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტაციას საავტომობილო გზის 1500 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რომლის ღირებულება 248 500 – მდე ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს.
საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოებს გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა კაკოიშვილი ადგილზე გაეცვნენ.
გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.