თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები დროებით შეჩერებულია. ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში დაფიქსირდა.
”ჩემი თვითმიზანი არის ერთადერთი - თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. მე ამაზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი წვრთნები დროებით შეჩერდეს, მოხდეს სრული მონიტორინგი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები”, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.