როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გააკეთა.
„ეს წვრთნები დაიგეგმა 2011 წელს. ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის. მე ვთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები მასზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის ჯარის პრესტიჟი ყველაზე მთავარია, მაგრამ როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები. მისი ყველა განცხადება, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა, მიმართული იყო ჯარის დისკრედიტაციისკენ. თავდაცვის მინისტრს არავითარი უფლება არ აქვს ილაპარაკოს იმ საქმის შესახებ, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და ისეთი განცხადებები აკეთოს, რომლებიც გვესმის. პირველი - მან თქვა, რომ მასობრივი დანაშაული იყო ჩადენილი. ფაქტობრივად, სრულიად შეიარაღებულ ძალებს დასდო ბრალი, რადგან მასობრივი დანაშაული ნიშნავს ბევრი სამხედრო ოფიცრის მონაწილეობას დანაშაულში და მეორე - რაც დღეს ბრძანა, რომ თურმე ჩვენ ქვეყანაში ინსტრუქტორები არ გვივარგა და არავითარი მზადყოფნა არ არის წვრთნებისთვის. იმეცადინოს - შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ჭკვიანი ადამიანები, ვისი გაშვებაც ვერ მოასწრო და რომლებიც ეტყვიან, რამდენი წვრთნა ტარდება მუდმივად, პარალელურ რეჟიმში. შემთხვევები ხდება. თავდაცვის სამინისტროს ვალი არის ის, რომ გაარკვიოს, ეს შემთხვევები არის უბედური შემთხვევები თუ ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული და არა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა წინასწარ რეცეპტები გამოწეროს და ხან მასობრივ დანაშაულზე ილაპარაკოს და ხან იმაზე, რომ საერთოდ ინსტრუქტორები არ გვივარგა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.