საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ალბანეთი ანგარიშით 86:47 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი - 20 ქულა, ვიქტორ სანიკიძემ მოაგროვა, 12 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, 11 ბექა ბურჯანაძემ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ კი საკუთარ ანგარიშზე 6 ქულა ჩაიწერა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 3 სექტემბერს, სტუმრად სლოვაკეთთან გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.