თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო ღონისძიებებში თურქული მხარის მონაწილეობის საკითხზე, კომენტარს აკეთებს და აცხადებს: "გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული".
„მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ სამწუხარო დანაკარგის შესახებ გავიგეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით და დაუყოვნებლივ გამოვყავით ორი გემი, რომელიც სანაპირო დაცვას დაეხმარებოდა. ისინი თურქეთის დასავლეთ ნაწილიდან გამოვიდნენ და აქამდე მოსასვლელად 2 დღე დასჭირდათ, თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს დაუყოვნებლივ შეუერთდნენ. უკანასკნელი 10-12 დღის განმავლობაში ჩვენ დიდი იმედითა და მონდომებით ვცდილობდით დაკარგული ჯარისკაცების პოვნას. სამწუხაროდ, ამ პირობებში, პირველი კვირა საკმაოდ კრიტიკულია მსგავსი დანაკარგის საპოვნელად. გუშინ მე კაპიტანსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მივედით დასკვნამდე, რომ ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია. თუმცა გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროცესში ჩართო ყველა ძალა და გამოყო ყველა საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ მოსალოდნელ მიზანს, მაგრამ ორ ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც საქართველო და თურქეთია, თანამშრომლობის უმაღლესი დონე ვაჩვენეთ. ეს ისეთი დროა, როდესაც მეგობრები ერთმანეთის დასახმარებლად დაუყოვნებლივ უნდა მივიდნენ. თურქეთი აქ იყო და საქართველოს სანაპირო დაცვის გვერდით იდგა. ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ამ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ვერ შევძელით. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მათ საყვარელ ადამიანებსა და მთელ საქართველოს მსგავსი დანაკარგის გამო“, - ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.