საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე პრემიერს შეხვდა
01-09-2016, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის ვიცე პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა და მიხაილ რუსიმ ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ბელარუსის ბაზარზე ქართული მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები.

 

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს, რომლის რიგით მესამე სხდომა, ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დღეს გაიმართება.

 

 

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსის რესპუბლიკის პირველ მასშტაბურ ეროვნულ გამოფენას, რომელიც ხვალ გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველო-ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის ვიცე პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი