თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ხიდაშელი თავდაცვის მინისტრს შეიარაღებული ძალებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს: " როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა".
”საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ალბათ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უწყებაა, ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორით, საერთაშორისო განათლების მქონე ოფიცრებით. ლევან იზორია, როგორც ჩანს, ვერ ერკვევა სად არის, რომელი უწყების ხელმძღვანელია და რაღაც სხვა სამინისტროში ერევა იქაურობა. რაც შეეხება ინსტრუქციებს, მე არ ვიცი ამ შემთხვევაში ზუსტად რაზეა საუბარი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხართ, რომ გენშტაბში ძალიან ბევრი ე.წ. სტანდარტული საოპერაციო სახელმძღვანელო დოკუმენტები და დოქტრინები არ არის შემუშავებული. ძალიან ბევრი ისეთი დოკუმენტი არ არის გენშტაბის მიერ დამტკიცებული, რომელიც ბევრი წელია უნდა არსებობდეს. ეს გახდა კიდევაც იმის მიზეზი, რომ მე პირადად მაშინ მოვითხოვე რამდენიმე ადამიანის თანამდებობრივი დაქვეითება და ჩამოშორება.
ამ ადამიანმა გაბედა და თქვა, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მასობრივი დანაშაული იყო თურმე ჩადენილი. როგორც ჩანს, მას არ ესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა და ხარისხის, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს შეირაღებულ ძალებს. არც მასობრივ დანაშაულს სჩადის ჩვენი ჯარი და ინსტრუქტორებიც კარგი გვყავს.
ვისურვებდი, რომ ნაკლები დანგრევა მოასწროს მან და ვისურვებდი საქართველოს პრემიერმა მეტი ყურადღება მიაქციოს, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში ბოლო 2 კვირის განმავლობაში. როგორც ჩანს, ლევან იზორიას ნერვებმა უმტყუნა. მე როგორც მითხრეს ჟურნალისტებმა, ჩემსკენ გამოიშვირა ხელი. მე ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლექვით ველაპარაკო. აუცილებლად, მომავალ კვირას საჯარო განცხადებას გავაკეთებ იმ ძალიან ბევრ უკანონობაზე, იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ვნებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.