რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც კუპონიზაციასა და 1990-იანი წლების ფინანსურ კრიზისს შეეხებოდა.
ჯავახიშვილის თქმით, რომან გოცირიძე ახლაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველია და მისივე თქმით, "რა რჩევებს აძლევდა, კი ვნახეთ 9 წლის განმავლობაში".
"გოცირიძისთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ტელევიზიიდან გავცე პასუხები მის სისულელეებს. როცა ის გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაშინ ჟურნალისტების მთელი ჯგუფი დამესხა თავს და გავაკეთე ძალიან მოკლე განცხადება, რომ ერთადერთი კაცი, ვინც არ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არის რომან გოცირიძე-მეთქი. რას ბჟუტურებს რომან გოცირიძე?! „მადლიერმა“ ქართველმა ხალხმა შეარქვა გოცირიძეს „ალ კუპონე“ და კუპონებს - „გოცირიკები“. ახლა რამდენიც გინდა აქნიოს ფეხები, ეს ფაქტია.
გოცირიძე რომ იმას დაიბრალებს, ლარი მე შევქმენიო. შემიძლია გაჩვენოთ რა ფული დაამზადეს ჩემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოსვლამდე. ის ფული რომ დაგვებეჭდა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი თუ არა. მე მაქვს მანამდელი ლარებიც და ის, რაც მერე გამოვიდა მიმოქცევაში - ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდება. ის იყო სასაცილო, შემარცხვენელი ქვეყნისა. გოცირიძე წერს, რომ ჩემს დროს ინფლაცია არ იყო, ჯავახიშვილის დროს მოხდაო. რასაკვირველია - გოცირიძის დროს გაიცა წარმოუდგენელი რაოდენობის სესხები ეროვნული ბანკიდან, თუმცა იმის გამო, რომ კუპონები ფიზიკურად არ იყო, არ იყო გამოხატული ბაზარზე, ხოლო როგორც კი ჩამოვიდა მათი შეკვეთილი და დაბეჭდილი კუპონი, იმ დღესვე დაარტყა ინფლაციამ ქართულ ბაზარზს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.