ვახტანგ კაპანაძის თქმით, მყვინთავებს, რომლებიც გონიოში სამხედრო წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერტიფიკატები თურქეთში აქვთ აღებული
01-09-2016, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის ცნობით, მყვინთავებს, რომლებიც გონიოში სამხედრო წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერტიფიკატები აქვთ.

 

 

როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მოკვლევის საგანია ის, თუ რამდენად ითვალისწინებდა სერტიფიკატი იმ კონკრეტული მეცადინეობის ჩატარებას, რასაც ორი სამხედრო ემსხვერპლა.

 

 

„მოკვლევა მიმდინარეობს. იმის თქმა, რომ სერტიფიკატები არ ჰქონდათ და არ ჰქონდათ სასწავლო პროგრამები, არ იქნებოდა ზუსტი, ვინაიდან ინსტრუქტორებს გააჩნიათ სერტიფიკატები. იქ არის საკითხები, არსებული სერტიფიკატი რამდენად ითვალისწინებდა კონკრეტული სწავლების თუ მეცადინეობის ჩატარების უფლება-მოვალეობებს. უნდა დადგინდეს, თუ რა სასწავლო დისციპლინები აქვთ გავლილი ამ მყვინთავებს, იმიტომ რომ ყველას აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი თურქეთში, როგორც ჩემთვისაა ცნობილი“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

 

გუშინ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ  ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ. მინისტრის თქმით, ინსტრუქტორები წვრთნების ჩატარებაზე უფლებამოსილნი არ იყვნენ იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი.

 

 

„ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.

 

 

გონიოში დღეს ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს საზღვაო წესით პატივს მიაგებენ.

 

 

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი