საქართველოში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთიც რუსეთის მსგავსად ოკუპანტია და დღესაც უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის.
როგორც ელჩმა აღნიშნა, განცხადებები, რომ თურქეთს აქვს პრეტენზია აჭარასა და ბათუმზე, შარშან დეკემბერში, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოისმინა.
მისი თქმით, თურქეთი ერთადერთი მოსაზღვრე ქვეყანაა საქართველოსი, რომელსაც ზუსტ სანტიმეტრებში აქვს გავლებული სადემარკაციო ხაზი.
”ამ საკითხზე ერთგვარი პროპაგანდა მიდიოდა. მახსოვს, მაშინაც ვპასუხობდი ამ ბრალდებებს, რადგან ”ფეისბუქში” ხშირად დებდნენ პოსტებს, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ოკუპანტი ქვეყანაა. შემდეგ ეს თემა მინელდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ჩანს, ასეთი საკითხები კვლავ თავს იჩენს ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მაგრამ ვინაიდან ეს თემა კვლავ წამოიჭრა პატივსაცემი ტელევიზიის ეთერში და თანაც პატივსაცემ გადაცემაში, მინდა ღიად განვაცხადო. საქართველო და თურქეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე. სანტიმეტრებშია დემარკაცია გაკეთებული. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილად დარჩება. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს. იყო ლაპარაკი ჩვენი ყოფილი პრემიერის განცხადებაზე, თითქოს მან თქვა, რომ გვინდა ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, რომ თითქოს საქართველოში ქალაქებზე პრეტენზიებიც გვაქვს. ასეთი შინაარსის განცხადება ბუნებაში არ არსებობს. რაც მან თქვა იყო ის, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საერთო ისტორია აქვთ და ეს ისტორია დადებითად უნდა გამოვიყენოთ საერთო მომავლისთვის ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება, პოლიტიკური თანამშრომლობა თუ დიალოგი უსაფრთხოებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ. საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე”, - განუცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ "რუსთავი 2"–ს.
დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ 98 წლის წინათ თურქეთმა საქართველოს ტერიტორიების 33%-ის ოკუპაცია მოახდინა და თურქეთი ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთი.
”დღესაც თურქეთი უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს აჭარის დაპყრობისთვის. თურქეთის უკვე ყოფილმა პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ ტელევიზიაში პირდაპირ განაცხადა, რომ ოზურგეთი, ბათუმი და ახალციხე არის თურქეთიო და იძახდა ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოო”, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.