ამალი-დევდორაკის ხეობაში ავტომობილების გადაადგილება 06:00 საათიდან 20:00 საათამდეა ნებადართული
01-09-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი პრევენციის მიზნით ჩაიკეტა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მუშაობს გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმი და ავტომობილების გადაადგილება 06:00 საათიდან 20:00 საათამდეა ნებადართული.

 

 

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში აცხადებენ.

 

 

„გუშინ, საღამოს 19:20 საათზე ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადის გავლას.

 

 

ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და დაილექა მდინარის ტრანზიტის (კალაპოტის) ზონაში.

 

 

დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია.

 

 

პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილო გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

 

 

ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს.

 

 

სამთავრობო უწყებების დროული მუშაობის შედეგად აცილებულ იქნა გარკვეული გართულებები.

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი