ერგნეთში ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავების დროს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტებზე ისაუბრეს
01-09-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 69-ე შეხვედრა გაიმართა.

 

 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) აცხადებენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხი და მოითხოვეს მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

 

 

„საუბარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

 

 

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავების დროს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო მედიატორებს, დეტალური ინფორმაცია და ფაქტობრივი მასალა მიაწოდეს.

 

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს მოქალაქე ნიკა საღირაშვილის გაუჩინარების საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მუშაობა გრძელდება“,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი