გიორგი მღებრიშვილი: გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულიც კი უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა
01-09-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, თომას შტრობლს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

 

 

როგორც საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, იგი გერმანელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

 

„ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულიც კი უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და მის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ პრობლემის დასაძლევად. საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

შსს-ს ცნობით, ამ მიზნით, საქართველოს შს მინისტრი პირადად შეხვდა გერმანიის უკვე 6 ფედერალური მიწის შს მინისტრებს.

 

 

თავის მხრივ, თომას შტრობლმა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საგამოძიებო სფეროში, მაღალი შეფასება მისცა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.

 

 

მხარეები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრევენციული ზომების გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და სამუშაო ჯგუფების სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

 

 

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა და თომას შტრობლმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში შესაბამის უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი