შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული ორუჯ ფ. საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორუჯ ფ-მ 2011 წლის 24 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1952 წელს დაბადებული ელბერდ ს. ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 11 იანვარს ორუჯ ფ-ს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა. ამ დროისთვის დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.