საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3-ის“ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა, იეშიმ ელჰან კაიალიმ მოაწერეს.
პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება.
„პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.
აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად გამოყოფილ იქნა 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი“,-აცხადებენ უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.