ანდრო ბარნოვი პაატა ბურჭულაძეზე: ეს ბანი ვერაფრით წარმომიდგენია „ჩემს გუნდად“
01-09-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანდრო ბარნოვმა „გირჩის“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობასთან გაერთიანების გამო პარტია დატოვა.

 

 

ამის შესახებ ის „ფეისბუქის“გვერდზე წერს.

 

 

ბარნოვის განცხადებით, მისი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის.

 

 

„მოკლედ, დიდხანს ვითრიე ფეხი, მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ არის დიდი ხნით ადრე დაანონსებული გადაწყვეტილება, რომ გორში ვიყარო კენჭი, მეორე მხრივ კი - ეს ბანი, რომელიც ვერაფრით წარმომიდგენია „ჩემს გუნდად“.

 

 

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი ადგილი. ძალიან ვწუხვარ, რომ თავიდანვე დამოუკიდებლად არ დავაყენე კანდიდატურა. ახლა უბრალოდ ყველა ვადა გასულია.

 

 

 მოკლედ, მე ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმედიანად იყო, რომ რამის შეცვლას შევძლებდი. დიდი ბოდიში, კარგო ადამიანებო, ახალ პოლიტიკურ ცენტრს განვიხილავდი პლატფორმად, აქ ვხედავდი თანამოაზრეებს, ვისთანაც საერთო ხედვები და პრინციპები მქონდა, ახლა კი ამ ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა.

 

 

ეს აღარ არის ჩემი თანამოაზრეების გუნდი, ეს აღარ არის იდეებისთვის ბრძოლის პროცესი, პარლამენტის სკამის დაკავება კი პანაცეა არ არის. ასეა თუ ისე, ყველაფერი წინაა და, იმედია, ყველას ესმის, რომ ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რასაც ჩემი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ამომრჩეველს, იმედია ხვდებით, რომ ჩემგან დამოუკიდებელმა პროცესებმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება“, - წერს ბარნოვი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი