„2012 წელს პროცესი რომ ჩემგან მართული არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, ასე ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, მედიასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ქვეყნის დანგრევის საშუალება.
„რობერტ სტურუა სამჯერ ამოვიდა მაშინ ჩემთან და მეუბნებოდა, რომ იცოდე უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებთო. ბოლოში გაოცებული იყო, რა მოხდა და რა მოახერხეთო. გარწმუნებთ, რომ გუნდის ბევრმა წევრმა ჯერ კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ რა მოხდა იმ არჩევნებში. ცოტა გვიან, დრო რომ გავა, 10 წლის შემდეგ მინდა კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე. აგზნებულ გუნდს, ყველაფერზე წამსვლელ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივეცით ქვეყნის დანგრევის საშუალება. ბოლოს ცდილობდნენ იმის გაფორმებას, თითქოს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეს. კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე მონაწილე და ლიდერი ვიყავი ამ პროცესებში და ეს მაძლევს უფლებას ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.