ბიძინა ივანიშვილი: რეალური შეფასება არ არის როცა ამბობენ, რომ აჭარა გაჩერდა, როგორ გაჩერდა, როცა ამდენი ინვესტიცია შემოვიდა
01-09-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული მედიასაშუალებები მეუბნებოდნენ, რომ გავსულიყავი რეგიონებში და მენახა, რამდენი გაჭირვებული ადამიანია, გაჭირვებულ ადამიანებს ევროპაში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც იპოვით, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.

 

 

”ოპონენტები ძალიან აზოგადებენ თავის კითხვებს, მე მახსოვს როცა ჟურნალისტებთან ციფრებზე და სტატისტიკაზე ვსაუბრობდი, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული მედიასაშუალებები მეუბნებოდნენ, რომ გავსულიყავი რეგიონებში და მენახა, რამდენი გაჭირვებული ადამიანია. მე გარწმუნებთ, რომ ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, აშშ-ში ჟურნალისტები თუ ჩაბრძანდებით, გაჭირვებულ ადამიანებს იქაც იპოვით. თუმცა მე არ მაქვს პრეტენზია იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკას შევადარო, მაგრამ ესეთი განზოგადება არ შეიძლება. მე ყველაზე კარგად ვიცი და საქართველოში ყველამ იცის, რომ საქართველოში ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მთავრობის მოღვაწეობის რეალური შეფასება არ არის, როცა ამბობენ, რომ აჭარა გაჩერდა, როგორ გაჩერდა, როცა ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, ტურიზმი გაიზარდა, თუ 8 წელიწადში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 200 სასტუმრო ააშენა, 4 წელიწადში 170 სასტუმრო აშენდა და დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდა. 41 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი