დავით ნარმანია: ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს
01-09-2016, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში გარკვეული საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ არის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი განმარტებით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია დაწყებულია.

 

 

„სამსახურის სტრუქტურის ძირითად მიმართულებებზე ჩვენ გუშინ, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. იყო მცირე შენიშვნები, რაც გავითვალისწინეთ. ასევე შევთანხმდით იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაზე, რომელიც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციაზე იმუშავებს. ასევე კანონმდებლობის და პროცედურების გაუმჯობესების საკითხებზე ვისაუბრეთ. კერძოდ, ცალკეული ადმინისტრაციული პროცედურების გამკაცრებაზე, რომელიც ხე-მცენარეების მოჭრას ეხება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

მერის თქმით, რეორგანიზაცია გულისხმობს მოქნილი სტრუქტურის ფორმირებას, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, იგი გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს ამ სტრუქტურაში არ გამორიცხავს.

 

 

„რასაკვირველია, გარკვეული საკადრო გადაადგილებები გამორიცხული არ არის. მას შემდეგ, რაც ქალაქის საკრებულო სამსახურის რეორგანიზაციის თაობაზე პროექტს დაამტკიცებს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეს აუცილებელიც იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი