თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი რეგულაციები არ შემუშავდება, რომელიც განსხვავებული ფორმით დაარეგულირებს ქალაქში ურბანული განვითარების კონტექსტში ხეების ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ხეების მოჭრას. აქ არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა, რაც ისედაც აუცილებელია და ამაზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას გუშინ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. პროფესიული წრეები მაქსიმალურად არიან ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.