ბიძინა ივანიშვილი: არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს - ძალიან წარმატებულად მართავს
01-09-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ქართული ოცნების“ მთელმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის დაქირავებული საზოგადოების მიერ, კვირიკაშვილი კი ძალიან წარმატებულად მართავს, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

 

 

“ეს არ არის მმართველობა რასაც მე ვაკეთებ და რა პოზიციაც მე მაქვს. “ქართული ოცნების“ მთელმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის დაქირავებული საზოგადოების მიერ. სტანდარტები რაც დარჩა ჩემი წასვლის შემდეგ არის ის, რომ სამართლიანობა გუნდს და გუნდის წევრებს მოეთხოვება პირველ რიგში. სამართლიანობის აღდგენის მიზნით ბევრი გაკეთდა საქართველოში. ძალიან დიდი მოთხოვნა და ყურადღებაა ჩემი მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც, რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონი. ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს. ივანიშვილის პატიმრები, ივანიშვილის ტყვეები -ამბობენ. კანონთან მაიგივებენ. რეალურად კი კანონმა დაიწყო მოქმედება, ეს მოიტანა ამ გუნდმა და ეს მიაჩნიათ ისე რომ მე ვმართავ. ჩემს მმართველობად მიაჩნიათ. არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს. ძალიან წარმატებულად მართავს და იგივე სტანდარტებით. ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა "ქართული ოცნების". კანონი არ მოქმედებდა ამ გუნდზე, დანარჩენ მოსახლეობაზე კუბში აყვანილი დარღვევით იყენებდნენ კანონის სიმკაცრეს და ცხვირპირს ამტვრევდნენ“, განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი