ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერს მე მაბრალებენ, ივანიშვილია ყველაფრის მტერი და დამაქცევარიო ამბობენ, რის საფუძველზე და რისთვის უნდა ვაკონტროლებდე სასამართლოს?
01-09-2016, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთო სასამართლოებიც და მგონი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოც, თავს აღწევენ ”ნაციონალური მოძრაობის” უხეშ მმართველობას, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმ,ა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.

 

 

”ძალიან ცუდია, რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში ახერხებენ, ერთმანეთს უპასუხონ. ამავდროულად, თუ ვინმეს აქვს ანალიზის უნარი, ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს რა ხდება რეალურად, თუმცა მე თავს შევიკავებ, რამეთუ სასამართლოა და ყველაზე დიდ სირთულედ და ყველაზე დიდ მონაპოვრად სასამართლო მიმაჩნია. ნახეთ, როგორ ექცევიან საერთო სასამართლოს, მხოლოდ ერთი მიზეზით - ვეღარ იყენებენ ისე, როგორც იყენებდნენ.

 

 

ყველაფერს მე მაბრალებენ, ივანიშვილია ყველაფრის მტერი და დამაქცევარიო ამბობენ, რის საფუძველზე და რისთვის უნდა ვაკონტროლებდე სასამართლოს? რატომ მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სასამართლოს აქვს ლომის წილი. სასამართლოში არის პრობლემები, მაგრამ ნახეთ შედარება, რა იყო ადრე და რა არის დღეს. იმიტომ ამბობენ ივანიშვილი აკონტროლებსო, რომ თვითონ ვერ იყენებენ, მე რაში მჭირდება? ანდა კიდევ, თუკი ვინმე კანონმა დასაჯა, იმ წუთში ამბობენ, ივანიშვილმა დასაჯაო, - ერთადერთი ამ შემთხვევაში ჩემზე შეიძლება იმ მხრივ გაკეთდეს აქცენტი, რომ სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში, მოსამართლეებმაც დაინახეს. დღეს მთავრობა სასამართლოს არ აკონტროლებს და არც აქვს ამის მცდელობა გიორგი კვირიკაშვილს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი