„დედაქალაქის მერის საქმიანობა რომ შევაფასოთ, უნდა ვნახოთ, რა გაკეთდა ქალაქში. რაც ბოლოს მოხდა, გამოაჩინა, რომ ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისში ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.
„სხვა დანარჩენ შეფასებას რაც შეეხება, უნდა ნახოთ როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და როგორია ახლა. იქაც იმავეს ამბობენ, ქალაქი გაჩერდაო, მაგრამ ამ დროს ციფრებს თუ შევხედავთ ყველაფერი პირიქითაა, ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ მოეწონა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს „მაიმუნო ვირიშვილოთი“ რომ მიმართა.
„შეიძლება ამ მხრივ ცოტა პრობლემა არის და შეიძლება კითხვები იყოს, მაგრამ მთავარია სტანდარტი, რომ ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, გამჭვირვალე იყოს მმართველობა და ამ მხრივ პრობლემები არ არის, ხოლო მენეჯმენტი როგორია, ამაზე შეიძლება კითხვები არსებობდეს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.