"რუსეთის ჯარებს საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილი შემოუძღვა პრაქტიკულად", – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან კრიზისი არ უნდა გაემწვავებინა და სამხედრო ტექნიკა არ უნდა გამოეყენებინა.
“აბა, ის იყო კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან, რუსული ჯარი რომ შემოიყვანა სააკაშვილმა. სწორედ ის შემოუძღვა რუსეთის ჯარებს პრაქტიკულად. ნახეთ დანიელ ფრიდის ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რომ მას არ უნდა დაექოქა ტექნიკა, არ უნდა გაეღრმავებინა პრობლემა. რუსეთის ქმედებას არ ვამართლებ, მაგრამ არ უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს სისულეეები. რომ არა მისი და "ნაციონალური მოძრაობის" სისულეეები, რუსეთი ვერ შემოვიდოდა და იმ სიტუაციას მაინც შევინარჩუნებდით, რაც არსებობდა მანამდე“,-განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.