თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტაქსების რეგულირება ქალაქში ჯერჯერობით არ ხდება, ამიტომაც, Yandex Taxi-ს დედაქალაქის მერიისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად, რაიმე სახის ნებართვა მერიის მხრიდან გაცემული არ ყოფილა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას ასეთი ბიზნესის წარმოების უფლება აქვს.
„თუ შესაბამისი ორგანოების მხრიდან თბილისის მერიიდან რაიმე სახის ინფორმაცია იქნება მოთხოვნილი ან ჩვენი მხრიდან ვინმეს განმარტებები დასჭირდება, რასაკვირველია, ისინი ამას დაუყოვნებლივ მიიღებენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსული კომპანია Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განცხადებით, Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია, რაც „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ არღვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.