გიორგი ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა ”ქართულ ოცნებას", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ფოტოზე რომელზეც გიორგი ვაშაძე, ნოდარ ხადური და ზვიად ჯანყარაშვილი გონიოში, ერთ-ერთ ბარში იყვნენ გადაღებული, ივანიშვილმა უპასუხა:
”როგორც ჩანს, ცოლები მეგობრობენ, ან ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს, ეგ მე მგონი არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ისე ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა ”ქართულ ოცნებას”. ახლა რომ უნდათ აჩვენონ ეს და სიტუაციის აღრევა შემოიტანონ, მათ ვპასუხობ, რომ ეს არის პირველი ”ნაციონალური მოძრაობა” და ბურჭულაძეც იქ მივიდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.