ადვოკატი ლექსო კობაიძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
"ჩვენ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროკურატურას მივმართეთ ლევან მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არ მოხდა ამის განხილვა. დღეს გვინდა, რომ პრეზიდენტმა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკურად დევნილ ლევან მამალაძეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცეს", - განაცხადა კობაიძემ.
მისივე თქმით, ლევან მამალაძე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დევნილობაში იმყოფება.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მამალაძეს 17 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მას თანხის გამოძალვას და დეკლარაციაში თანხების არ ასახვას ედავებიან.
"მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია. რადგან მოწმეები, რომელთა ჩვენების საფუძველზეც მამალაძეს ბრალი აქვს წაყენებული, დღეს აცხადებენ, რომ ჩვენებები ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზეწოლის ფონზე მისცეს. ამ ადამიანმა ვერ მიაღწია სამართალს, მის საქმეში იკვეთება პოლიტიკური მოტივები და პოლიტიკური ანგარიშსწორება, ის ფაქტობრივად გააქციეს საქართველოდან", - განაცხადა კობაიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის მხრიდან არ მოხდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ლევან მამალაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით მოთხოვნას პროკურატურაში შეიტანენ.
აღნიშნულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.