თბილისის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიის ფრაქცია დაიშალა – პარტია ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემ დატოვეს
01-09-2016, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ფრაქცია ზაზა ვეკუამ, თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემ დატოვეს.

 

 

„ცინცაბაძე და ოგბაიძე საკრებულოს დეპუტატებად რჩებიან და მოსახლეობის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას აგრძელებენ.

 

 

ბურჯანაძის პარტიიდან წასული წევრები მალე ახალ ფრაქციას შექმნიან“,-აცხადებენ საკრებულოში.

 

 

ზაზა ვეკუა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო, თამარ ცინცაბაძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო შალვა ობგაიძე - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.

 

 

დღეს ზაზა ვეკუამ პარტიის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობასთან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ჰქონდა.

 

 

„არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ჩემსა და თავმჯდომარეს შორის. ეს მიმაჩნდა მეტად მნიშვნელოვნად არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა პარტია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც ჩემი კუთხით, ვერც დემოკრატიული მოძრაობისთვის“, - განაცხადა ზაზა ვეკუამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი